ქართული ჩაი

გუნება

mike-kenneally-46284-unsplash
coffee-beans-P4MXYZD5-130x140 (1)
coffee-beans-P4MXYZD5@2x-110x120
coffee-beans-P4MXYZD7-150x141
ჭიქა
coffee-beans-P4MXYZD6-130x140
coffee-beans-P4MXYZD6-130x140
coffee-beans-P4MXYZD4
331689-P9UJU9-207

ჩვენ შესახებ

ქართული შავი ჩაი „გუნება“, არ შეიცავს ემულგატორებს და საღებავებს

ჩაი გუნება მოდის გურიაში კერძოდ სამივე მხარეში: ჩოხატაურში, ოზურგეთში და ლანჩხუთში. დასაქმებული გვყავს ადგილობრივი მაცხოვრებლები რაც საშუალებას გვაძლევს პირველივე წყაროდან მივიღოთ ხარისხიანი პროდუქტი, რომელიც ნაკლებადაა გაჯერებული სასუქით. პროდუქტი საბოლოო სახის მისაღებად, გადის მრავალ საათიან პროცედურებს, რომლებიც მიმდინარეობს, მხოლოდ ბუნებრივი პროცესებით. სპეციალური დანადგარების გამოყენება წარმოებას უფრო მოქნილს და სწრაფს ხდის თუმცა, იკარგება ჩაის ქართული არომატული გემო, ხარისხი და მისი უნიკალური თვისებები, შესაბამისად ჩვენ მივმართავთ მხოლოდ ბუნებრივ პროცესებს, რის შედეგადაც "გუნება" სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და ქმნის სასიამოვნო განწყობას.

პირველ რიგში ჩაი იკრიფება “სამ ფოთოლში”, რის შემდეგ ხდება გაფენა სპეციალურ ფარნაგებზე და თავსდება მშრალ ადგილას ფოთლების ნაპირების ოდნავ მოჭკნობამდე. მორიგ ეტაპზე ხდება ჩაის ფოთლების დაგრეხვა, შემდეგ იშლება/იფინება ისევ სპეციალურ ფარნაგებზე, სადაც ხდება მისი მსუბუქად დატენიანება, თავსდება მშრალ და თბილ ადგილას გამოსაშრობად. თავიდაპირველად დაკრეფილი ჩაი არის ნედლი მწვანე ფერის და ყველა პროცესის გავლის შემდგომ ღებულობს შავ ფერს.

 

“გუნება” მალე თქვენს განებივრებას მწვანე ჩაის წარმოებითაც გააგრძელებს, რომელიც გაცილებით უფრო რთული ტექნოლოგიებით ხასიათდება. საქართველოში იშვიათად თუ მოიძებნება ბუნებრივი პროცესებით მწვანე ჩაის დამამზადებელი კომპანიები. აგრეთვე, ვგეგმავთ სხვა მცენარეებისგან გამოყვანილი ჩაის წარმოებას.

4
coffee-beans-P4MXYZD5@2x-110x120
coffee-beans-P4MXYZD6-130x140
coffee-beans-P4MXYZD5-130x140 (1)
coffee-beans-P4MXYZD5-130x140 (1)

გახდი გუნების გუნდის წევრი

გუნება გთავაზობთ გახდეთ ჩვენი ექსკლუზიური კლუბის წევრი, რაც მოიცავს პროდუქტის ფასდაკლებით შეძენის შესაძლებლობას და ამავდროულად მიიღებთ სარგებელს პოტენციური მყიდველების მოზიდვით. კლუბის წევრებს მუდმივად გექნებათ საშუალება შექმნათ და გაზარდოთ საკუთარი აგენტების გუნდი, რომლებიც თავისთავად გაზრდიან თქვენს შემოსავალს გაყიდული პროდუქტის პროპორციულად. მოგვწერეთ პირადი ინფორმაცია და შემოგვიერთდით დღესვე.

    coffee-beans-P4MXYZD5@2x-110x120
    coffee-beans-P4MXYZD6-130x140
    coffee-beans-P4MXYZD5-130x140 (1)
    coffee-beans-P4MXYZD6-130x140

    კონტაქტი

    ჩაი “გუნება”-ს შეძენის მსურველებმა მოგვწერეთ რა რაოდენობის და როგორი შეფუთვით გსურთ პროდუქტის მიღება. გვაქვს ადგილზე მიწოდების სერვისი, ანგარიშსწორება კი შესაძლებელია როგორც ნაღდი ასევე უნაღდო გზით. უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში გამოგეგზავნებათ ინვოისი და თანხის გადმორიცხვის შემდეგ მოგაწვდით პროდუქტს თქვენთვის სასურველ მისამართზე.

    სათაო ოფისი

    ლევან თიგიშვილის 3ა, თბილისი, საქართველო

    დაგვიკავშირდით

    მოგვწერეთ